ანდრეი დემჩენკო – რაც ბოლოს „იბერიას“ მოუვიდა, მეტოქის კი არა, ჩვენი ბრალი იყო #1TVSPORT

22:39, 14.07.2026

თბილისის „იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ ესტონურ „ფლორასთან“ საპასუხო შეხვედრა შეაფასა. მისმა გუნდმა ორი მატჩის ჯამში მეორე ეტაპის საგზური მოიპოვა (2:2, 3:2).

„ძალიან უკმაყოფილო ვარ შედეგით. წინა თამაში ტალინში 3:2 მოვიგეთ, მაგრამ იქაც მსგავსი რამ მოხდა. ამიტომ ვიმეორებ – ჩვენ გვჭირდება მენტალიტეტზე მუშაობა.

ჩვენ რაც ბოლოს მოგვივიდა, ეს მეტოქის კარგი თამაშის კი არა, ჩვენი ბრალი იყო. ბურთის მოგერიება დავიწყეთ. ამ დროს ბურთი უნდა გაგვეკონტროლებინა და ასე უნდა გვეთამაშა 90 წუთი და თუ საჭირო იქნებოდა მეტიც.

შემდეგ ეტაპზე ჩვენი მეტოქე იქნება „სლოვანი“. მას ვლადიმიერ ვაისი ავარჯიშებდა, ახლა კი იაია ტურე წვრთნის. მძიმე ბრძოლები გველის“.

თბილისის „იბერია 1999“ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრატისლავისსლოვანს“ შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში გუნდი ავტომატურად გადადის ევროპალიგის პლეიოფში და კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპს ავტომატურად ინაღდებს. საქართველოს ჩემპიონი მარცხის შემთხვევაშიც გააგრძელებს ევროტურნირებს – კონფერენსლიგის პლეიოფში.

მსგავსი