ანდრეი ბაბიში – ყველა საუბრობს ომზე, მაგრამ არა მშვიდობაზე, ვახშამზე ვისაუბრეთ საკვებზე, ყველანაირ საკითხზე, ფეხბურთზე, ნატო-ს ხარჯების საკითხი კი არავის აინტერესებდა
ყველა საუბრობს ომზე, მაგრამ არა მშვიდობაზე, – ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა.
„ყველა ომზე, შეიარაღებაზე საუბრობს, ხოლო სიტყვა „მშვიდობა“ გუშინ ერთხელაც კი არ მომისმენია. დროული დაკვირვებაა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც გასულ ღამეს მოხდა“, – განაცხადა ანდრეი ბაბიშმა.
მისივე თქმით, ქვეყანა თავდაცვის ხარჯების 2%-იან ნიშნულს ვერ მიაღწევს, რადგან წინა მთავრობისგან „მემკვიდრეობით მიიღო ბიუჯეტი 90 მილიარდი კრონის ოდენობის დეფიციტით“.
„ჩვენ უნდა გადაგვეწყვიტა, სრულად შეგვეჩერებინა მაგისტრალებისა და შემოვლითი გზების მშენებლობა, თუ გაგვეზარდა თავდაცვის ხარჯები“, – განაცხადა ბაბიშმა.
ჩეხეთის პრემიერის თქმით, „ვახშამზე ნატო-ს ხარჯების შესახებ არაფერი თქმულა“.
„ვახშამზე ეს საკითხი არავის აინტერესებდა. ჩვენ ვისაუბრეთ საკვებზე, ყველანაირ საკითხზე, ფეხბურთზე, ჰალანდი რომ გენიოსია და ასე შემდეგ“, – აღნიშნა ბაბიშმა.
ამასთან, მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ჰკითხეს, სად იყო მისი მეუღლე მელანია ტრამპი.
„პრეზიდენტმა ტრამპმა განმარტა, რომ, რა თქმა უნდა, ასეთი მოგზაურობა მისთვის დამღლელი იქნებოდა. პრეზიდენტი ტრამპი ძალიან ამაყობს მელანიათი იმ ფილმის გამო, რომელიც მან გადაიღო“, – განაცხადა ბაბიშმა.