ანდრეი ბაბიში – ვულოცავ პეტერ მადიარს გამარჯვებას, ვიქტორ ორბანის მსგავს ძლიერ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება არასდროს ყოფილა ადვილი
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ გამარჯვებას ეხმაურება და პეტერ მადიარს გამარჯვებას ულოცავს.
მისი თქმით, ვიქტორ ორბანის მსგავს ძლიერ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება არასდროს ყოფილა ადვილი.
„ვულოცავ პეტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვებას. ვიქტორ ორბანის მსგავს ძლიერ მოწინააღმდეგესთან დაპირისპირება არასდროს ყოფილა ადვილი, თუმცა მან უნგრელთა უმრავლესობის ნდობა დაიმსახურა და დიდი იმედები და მოლოდინები აქვს. მან ეს იმედები არ უნდა გაუცრუოს. პატივს ვცემ არჩევნების შედეგებს და მოუთმენლად ველოდები ჩვენს თანამშრომლობას, რადგან უნგრეთსა და ჩეხეთს შორის ურთიერთობა მჭიდროა. მე ყოველთვის კონსტრუქციულად ვიმუშავებ ნებისმიერთან, ვინც ამომრჩეველმა აირჩია“, – წერს ანდრეი ბაბიში.
ცნობისთვის, ხმათა 96.37%-ის დათვლის შემდეგ ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში 138 მანდატს აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს.
Congratulations to Péter Magyar on his election victory. Facing such a strong opponent as Viktor Orbán was never easy, yet he earned the trust of the majority of Hungarians and carries great hopes and expectations. He must not disappoint. I respect the election result and look…
— Andrej Babiš (@AndrejBabis) April 13, 2026