ანდრეი ბაბიში – სრულად ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, ვიქტორ ორბანი შესანიშნავი ლიდერია
სრულად ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, ვიქტორ ორბანი შესანიშნავი ლიდერია, – ამის შესახებ ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, „ანოს“ ლიდერმა, ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა.
„გასაკვირი არ არის, რომ ის იყო „ვიშეგრადის ოთხეულის“ ქვეყნების ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც დაესწრო ეგვიპტის შარმ ელ-შეიხში გამართულ სამშვიდობო სამიტს, სადაც 27 მსოფლიო ლიდერი, მათ შორის ევროკავშირის მხოლოდ შვიდი წარმომადგენელი შეიკრიბა ღაზაში ომის საბოლოოდ დასასრულებლად. ჩემი ღრმა მადლობა ასევე პრეზიდენტ ტრამპს, რომლის დიპლომატიური ძალისხმევის გარეშე ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა არ იქნებოდა“, – წერს ანდრეი ბაბიში სოციალურ ქსელში.
ანდრეი ბაბიში ასევე აზიარებს ვიდეოს დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლიდან, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ესალმება ეგვიპტის სამიტის დროს.
„უნგრეთი გვყავს. სად არის ვიქტორი? ვიქტორი გვიყვარს. შენ ფანტასტიკური ხარ. ვიცი, რომ ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ მე ერთადერთი ვარ, ვინც მნიშვნელოვანია“, – აცხადებს დონალდ ტრამპი ვიდეოში.
I fully agree with President Trump – Viktor Orbán is a great leader. It’s no surprise he was the only representative of the V4 countries to attend the peace summit in Sharm el-Sheikh, Egypt, where 27 world leaders – including only 7 from the E.U. – met to finally put an end to… https://t.co/aQb1abXS5K
— Andrej Babiš (@AndrejBabis) October 14, 2025