ანდრეი ბაბიში აცხადებს, რომ რუსეთი ბალტიისპირეთის რომელიმე ქვეყანას თავს თუ დაესხმება, პრაღა ნატო-ს ვალდებულებებს შეასრულებს
Andrej Babis arrives at the Prague Castle tone appointed as prime minister in Prague, Czech Republic, Wednesday, June 6, 2018. The Czech Republic's president Milos Zeman has again sworn in billionaire Andrej Babis as the prime minister in a move that could see the Communist Party taking a share of power for the first time since the 1989 anti-Communist Velvet Revolution. (AP Photo/Petr David Josek)
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში აცხადებს, რომ რუსეთი ბალტიისპირეთის რომელიმე ქვეყანას თუ თავს დაესხმება, პრაღა ნატო-ს ვალდებულებებს შეასრულებს.
ბაბიშის თქმით, უსაფრთხოების გამოწვევებს ქვეყნის პრეზიდენტთან განიხილავს.
„ამაზე ხმამაღლა რომ არ ვსაუბრობთ და ჟურნალისტები მასალას ვერ იღებენ, არ ნიშნავს, რომ ამ საკითხზე არ ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ვემზადებით. ღმერთმა დაიფაროს, რუსეთი ბალტიისპირეთის რომელიმე ქვეყანას თავს თუ დაესხმება, მე-5 მუხლის შესაბამისად, ორი ბრიგადა უნდა გავგზავნოთ“, – განაცხადა ჩეხეთის პრემიერმა.
ცნობისთვის, დასავლეთ ევროპის მთავრობები და სადაზვერვო სამსახურები აცხადებენ, რომ იზრდება ალბათობა, რუსეთი გააძლიერებს ჰიბრიდულ თავდასხმებს, მათ შორის დივერსიებს ან შეზღუდულ სამხედრო თავდასხმასაც.