ანდრეი ბაბიში აცხადებს, რომ ჩეხეთის სამთავრობო კოალიციის ჩამოსაყალიბებლად მოლაპარაკებები შესაძლოა, ნოემბრის დასაწყისისთვის დასრულდეს
ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, ANO-ს ლიდერი ანდრეი ბაბიში აცხადებს, რომ სამთავრობო კოალიციის ჩამოსაყალიბებლად მოლაპარაკებები შესაძლოა, ნოემბრის დასაწყისისთვის დასრულდეს.
ბაბიში მმართველი კოალიციის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებებს მემარჯვენე, ევროსკეპტიკურ პარტია „ავტომობილისტებთან“ და ულტრამემარჯვენე, ევროკავშირისა და ნატო-ს მოწინააღმდეგე SPD-სთან. აღნიშნულ პარტიასთან კოალიციის ფორმირების შემთხვევაში, კოალიციურ მთავრობას ჩეხეთის პარლამენტის 200-ადგილიან ქვედა პალატაში 108 მანდატი ექნება.
ბაბიშის განცხადებით, შეთახმების პროექტი შესაძლოა, მიმდინარე კვირის ბოლოსთვის იყოს მზად, ხოლო საბოლოო კოალიციური შეთანხმება 3 ნოემბერს დაგეგმილ პარლამენტის პირველ სხდომამდე. პარლამენტის პირველ სესიაზე მოხდება სპიკერის არჩევა.