ანდრეი ბაბიში აცხადებს, რომ 2022 წელს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ბორის ჯონსონმა შეუშალა ხელი
ანდრეი ბაბიშმა ბორის ჯონსონი 2022 წელს უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლაში დაადანაშაულა. ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინა და რუსეთი 2022 წლის აპრილში სამშვიდობო შეთანხმების დადებასთან ახლოს იყვნენ და შეიძლებოდა, ომი 2022 წელს დასრულებულიყო.
როგორც ბაბიშმა ჩეხურ ტელევიზიასთან ინტერვიუში აღნიშნა, შეთანხმების მიღწევას დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა შეუშალა ხელი.
ამასთან, ბაბიშმა განაცხადა, რომ ახლა სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უკრაინაში მშვიდობის მიღწევა მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დახმარებით არის შესაძლებელი. ბაბიშმა ევროპას რუსეთთან დიალოგის განახლებისკენ მოუწოდა.