ანდრეა პირლომ კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა
ანდრეა პირლომ კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ კარიერაში ბოლო მატჩი ჩაატარა. “ნიუ იორკ სიტის” 38 წლის ფეხბურთელი 90-ე წუთზე შევიდა მოედანზე “კოლამბუსის” წინააღმდეგ მატჩში. უფრო ადრე, პირლომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ეს მისი ბოლო სეზონი იქნებოდა საფეხბურთო კარიერაში.

MLS-ის პლეი ოფის მეოთხედფინალში “ნიუ იორკ სიტიმ” მოიგო განმეორებითი შეხვედრა 2:0, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 3:4 დათმო “კოლამბუსთან” და სეზონი დაასრულა.


ანდრეა პირლო ამერიკის შეერთებულ შტატებში 2015 წელს, “იუვენტუსიდან” გადავიდა, რომელშიც ოთხი წელი ითამაშა, მანამდე კი 10 წელი გაატარა “მილანში”.

ლეგენდარული ნახევარმცველი ექვსჯერ იყო იტალიის ჩემპიონი, 2006 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა იტალიის ნაკრების შემადგენლობაში.

ჯამში მან 872 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 86 გოლი გაიტანა და 18 ტიტული მოიგო.