იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, სატრანსფერო ბაზრის ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კამერუნელი მეკარე ანდრე ონანა კარიერას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გააგრძელებს.
გუშინ, ანდრე ონანამ სპეციალური ვახშამი გამართა და მილანის „ინტერში“ თავის თანაგუნდელებს დაემშვიდობა. რამდენიმე საათში ის ინგლისისკენ გაემგზავრება.
„ინტერი“ 27 წლის კამერუნელი მეკარის სანაცვლოდ ბრიტანული ფეხბურთის გრანდისგან 50 მილიონ ევროს მიიღებს. ამჟამად კლუბებს შორის მოლაპარაკება ბონუსებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
ონანა „ინტერში“ გასულ ზაფხულს, „აიაქსიდან“ 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. მან გუნდთან ერთად იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო, ასევე ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც იტალიური გუნდი „მანჩესტერ სიტისთან“ დამარცხდა.
კამერუნელს კარგი ურთიერთობა აქვს „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელთან, ნიდერლანდელ ერიკ ტენ ჰაგთან. მასთან ერთად ის „აიაქსში“ მუშაობდა.