ანდრე აგასი - ფედერერი არ უნდა მივიჩნიოთ ყველა დროის საუკეთესოდ
ანდრე აგასი - ფედერერი არ უნდა მივიჩნიოთ ყველა დროის საუკეთესოდ

მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, ამერიკელ ანდრე აგასის მიაჩნია, რომ როჯერ ფედერერი არ უნდა მივიჩნიოთ ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად.

“ჩოგბურთელი არ შეიძლება ჩაითვალოს საუკეთესოდ ისტორიაში, თუ მთავარ კონკურენტთან დაპირისპირებაში უარყოფითი ბალანსი აქვს. ნადალი უფრო ხშირად ამარცხებდა როჯერს. მე შემეძლო იოლად მეთქვა საწინააღმდეგო და დამესახელებინა ფედერერი ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედ, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვეულებრივი კამათია.

ნებისმიერ შემთხვევაში, ფედერერი უნიკალურია ყველაფერში: სიდიადე, სიზუსტე, სიმსუბუქე. ის ისე არ თამაშობს, როგორც სხვები. გეჩვენება, რომ ის ყველაფერს აკონტროლებს და პოულობს გამოსავალს ნებისმიერ სიტუაციაში. ეჭვგარეშეა, მისი სახელი სამუდამოდ დარჩება სპორტში”, – მოჰყავს ანდრე აგასის სიტყვები ფრანგულ Le Matin-ს.