ანდორას საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრობა სურს
ანდორას საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრობა სურს

ანდორას საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) წევრობა სურს. ჯუჯა სახელმწიფომ შესაბამისი ოფიციალური განაცხადი უკვე გააკეთა, რაზეც ფონდის მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ ორგანიზაციის აღმასრულებელ ბორდს აცნობა.

ანდორას სამთავრო საფრანგეთსა და ესპანეთს შორის მდებარე სახელმწიფოა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 76 ათასს შეადგენს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდში ამ დროისათვის 189 ქვეყანა არის გაწევრიანებული.