ანჟეი დუდა – კიევის დაბომბვა არის ტერორის აშკარა აქტი
კიევის დაბომბვა არის ტერორის აშკარა აქტი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ დაწერა.
მისი თქმით, ის ცოტა ხნის წინ ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ვითარება კიევში ძალიან რთულია.
„ახლა ვესაუბრე ვოლოდიმირ ზელენსკის. ვითარება კიევში ძალიან რთულია. დილით რუსებმა ქალაქის დაბომბვა დაიწყეს. დრონები ბომბებს ყრიან საცხოვრებელ სახლებზე. ადამიანები იღუპებიან. ეს არის ტერორის აშკარა აქტი, რომელიც მიმართულია საბრძოლო სულისკვეთების გასატეხად, თუმცა არის დედაქალაქის დაცვის უდიდესი სიმტკიცე“, – წერს დუდა.
Właśnie rozmawiałem z @ZelenskyyUa . Sytuacja w Kijowie jest bardzo trudna. Nad ranem Rosjanie zaczęli bombardowanie miasta. Drony zrzucają bomby na budynki mieszkalne. Giną ludzie. To oczywisty akt terroru, żeby złamać morale ale jest ogromna determinacja, żeby obronić stolicę.
— Andrzej Duda (@AndrzejDuda) February 25, 2022