ანჟე ლოგარი - რუსეთი განაგრძობს თავდასხმას უკრაინაზე, რასაც უნდა მოჰყვეს ერთიანი, მტკიცე პასუხი, უნდა გავაძლიეროთ სანქციები, დავკეტოთ პორტები, დავანახოთ უკრაინას მკაფიო ევროპული პერსპექტივა
ანჟე ლოგარი - რუსეთი განაგრძობს თავდასხმას უკრაინაზე, რასაც უნდა მოჰყვეს ერთიანი, მტკიცე პასუხი, უნდა გავაძლიეროთ სანქციები, დავკეტოთ პორტები, დავანახოთ უკრაინას მკაფიო ევროპული პერსპექტივა

რუსეთი განაგრძობს თავდასხმას უკრაინაზე, რასაც უნდა მოჰყვეს ერთიანი, მტკიცე პასუხი ეკონომიკურ სფეროში, უნდა გავაძლიეროთ სანქციები, დავკეტოთ პორტები, ავკრძალოთ ენერგომატარებლების იმპორტი, – ამის შესახებ სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანჟე ლოგარმა ევროკავშირის მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას უნდა დაანახონ მკაფიო ევროპული პერსპექტივა.

„ევროკავშირმა ასევე უნდა გაგზავნოს უკრაინაში სპეციალური წარმომადგენელი, რათა ის ადგილზე იყოს წარმოდგენილი. სლოვენია ამას გააკეთებს. ჩვენს წარმომადგენელს კიევში გავგზავნით, რათა დავანახოთ, რომ ჩვენ გვჯერა უკრაინის და გვჯერა უკრაინის ევროპული პერსპექტივის. ამასთან, შეხვედრის მეორე ნაწილში ჩვენ განვიხილავთ სტრატეგიული კომპასის საკითხს. ეს არის მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, სადაც ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა და ერთიანი მიდგომა უსაფრთხოების ახალი გამოწვევების მიმართ, რომლებსაც ევროკავშირი ერთად აღუდგება წინ და დაძლევს“, – განაცხადა ანჟე ლოგარმა.