ანდერს კნაპე - კარგად მესმის, რამდენად რთული იყო მუშაობა „კოვიდ-19“-ის გამო შექმნილ კრიზისულ პირობებში, თუმცა საქართველომ შეძლო, ძალიან კარგად შეესრულებინა სამუშაო
ანდერს კნაპე - კარგად მესმის, რამდენად რთული იყო მუშაობა „კოვიდ-19“-ის გამო შექმნილ კრიზისულ პირობებში, თუმცა საქართველომ შეძლო, ძალიან კარგად შეესრულებინა სამუშაო

კარგად მესმის, რამდენად რთული იყო მუშაობა „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან გამომდინარე შექმნილ კრიზისულ პირობებში, თუმცა საქართველომ შეძლო, ძალიან კარგად შეესრულებინა სამუშაო, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტმა, ანდერს კნაპემ განაცხადა.

კონგრესის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ მიუხედავად კოვიდმაპდემიისა შეძლო თავმჯდომარეობის ღირსეულად წარმართვა.

„ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო საქართველოდან, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მოგმართავთ დღეს, როდესაც სრულდება საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ვადა. ჩემთვის, როგორც ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტისთვის, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად მუშაობა თქვენი თავმჯდომარეობის პერიოდში. მე ძალიან კარგად მესმის, თუ რამდენად რთული იყო თქვენთვის მუშაობა COVID-19-ის გავრცელებიდან გამომდინარე შექმნილ კრიზისულ პირობებში. თუმცა, თქვენ შეძელით ძალიან კარგად შეგესრულებინათ თქვენი სამუშაო. ბედნიერი ვარ, რომ თებერვლის თვეში მომეცა შესაძლებლობა ოფიციალური ვიზიტით ვწვეოდი საქართველოს და შევხვედროდი ახალგაზრდებს, ევროპისა და საქართველოს მომავლის განსახილველად. ვიზიტის დროს, ასევე შევხვდი მინისტრებს, ვიცე-პრემიერს, თბილისის მერს და საქართველოში ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა ასოციაციის ხელმძღვანელობას.

ეს ვიზიტი ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმის გასაგებად, თუ რა სირთულეების წინაშე დგას საქართველო ქვეყნის გარშემო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. მოხარული ვარ, რომ თქვენ მიყვებით დეცენტრალიზაციის პროცესს, ითვალისწინებთ კონგრესის რეკომენდაციებს და თვალყურს ადევნებთ კონგრესის მიერ თქვენ ქვეყანაში გასული წლების მანძილზე განხორციელებულ მონიტორინგისა და პოსტ-მონიტორინგის აქტივობებს. მე თქვენი მადლიერი ვარ ამისთვის.

ასევე მადლიერი ვარ იმ სამუშაოსთვის, რომელსაც საქართველოს დელეგაცია ახორციელებს კონგრესის სამუშაოში ჩართვისა და საკუთარი წვლილის შეტანის მიმართულებით.

ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში მომეცემა საშუალება დავბრუნდე თქვენს მშვენიერ ქვეყანაში, რომელიც გამორჩეულია სტუმართმოყვარეობითა და კეთილგანწყობილი ადამიანებით. ველი თქვენთან მუშაობის შესაძლებლობას და საქართველოს წარმატებას ვუსურვებ!“ – განაცხადა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტმა, ანდერს კნაპემ.