ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება გეოპოლიტიკური კატასტროფა იქნება
ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება გეოპოლიტიკური კატასტროფა იქნება

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება გეოპოლიტიკური კატასტროფა იქნება. ამის შესახებ რასმუსენი გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, ტრამპის პოლიტიკა უკრაინის საკითხზე „დანებების“ ტოლფასი იქნება.

„ამას ვუწოდებდი გეოპოლიტიკურ კატასტროფას, თუ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად იქნება ნომინირებული“, – ამბობს რასმუსენი.

დანიელი პოლიტიკოსის თქმით, ტრამპის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის საშინელ იდეებს უფრო პოპულარულს გახდის და, შესაბამისად, კონგრესისგან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გადაცემაზე თანხმობის მიღება გართულდება.

როგორც რასმუსენი აცხადებს, სოციოლოგიური კვლევები უკვე აჩვენებს, რომ აშშ-ში უკრაინის მიმართ მხარდაჭერა შესუსტებულია.

„ტრამპის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელება ამერიკის პოლიტიკას არასწორ მიმართულებას მისცემს“, – ამბობს ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი.

რასმუსენი იმედს გამოთქვამს, რომ რესპუბლიკური პარტია პრეზიდენტობის კანდიდატად ისეთ ადამიანს დაასახელებს, ვინც ამერიკის გლობალური ლიდერობის ერთგულია.