„ანდერლეხტის“ ფეხბურთელებმა ერთი თვის ხელფასზე უარი თქვეს
„ანდერლეხტის“ ფეხბურთელებმა ერთი თვის ხელფასზე უარი თქვეს

ბელგიური „ანდერლეხტის“ ფეხბურთელებმა მარტის თვის ხელფასზე უარი ნებაყოფლობით თქვეს, – იუწყება HLN.

კორონავირუსის პანდემიის გამო, არაერთი ევროპული კლუბი ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა და „ანდერლეხტის“ ფეხბურთელების ეს ნაბიჯი გუნდის დასახმარებლად არის გადადგმული.

თუმცა, ანდერლეხტში მაინც აღმოჩნდა რამდენიმე მოთამაშე, რომელმაც ხელფასზე უარი ბოლომდე არ თქვა და ანაზღაურების შემცირებას დათანხმდა.

„ანდერლეხტის“ ფეხბურთელების ამ საქციელმა კლუბს სამი მილიონი ევროს დაზოგვის საშუალება მისცა.