ანდერ ერერა პარი სენ-ჟერმენის წინადადებას სერიოზულად განიხილავს

14:53, 29.03.2019
MANCHESTER, ENGLAND - FEBRUARY 12: Ander Herrera of Manchester United during the UEFA Champions League Round of 16 First Leg match between Manchester United (Man U) and Paris Saint-Germain (PSG) at Old Trafford stadium on February 12, 2019 in Manchester, England. (Photo by Jean Catuffe/Getty Images)

მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი ანდერ ერერა სერიოზულად განიხილავს პარი სენ-ჟერმენთან სამწლიანი კონტრაქტის გაფორმებას, როგორც კი მისი ამჟამინდელი შეთანხმება ინგლისურ გრანდთან ამოიწურება. იუნაიტედი დღემდე ცდილობს, ახალი კონტრაქტი გაუფორმოს ერერას, რათა ის სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი არ გახდეს, თუმცა ესპანელი ამას თავს არიდებს.

29 წლის ერერა მანჩესტერში 2014 წლის ზაფხულში ბილბაოს ატლეტიკიდან გადავიდა და მას შემდეგ საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა როგორც თანაგუნდელებთან, ასევე გულშემატკივრებთან. ამის გამო ის მზად იყო გუნდში კვლავაც დარჩენილიყო, თუმცა, როგორც ირკვევა, პარიზული გრანდის შეთავაზება ზედმეტად მაცდურია საიმისოდ, რომ მასზე ფეხბურთელმა უარი თქვას.

მსგავსი