ანდრეი სიბიგა - მნიშვნელოვანია, უკრაინას გადაეცეს 90 მილიარდი ევროს სესხი, რომელსაც ვიქტორ ორბანი ბლოკავდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ სატელეფონო საუბარი გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან. ამის შესახებ ინფორმაციას სიბიგა საკუთარ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც სიბიგა წერს, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსა და კიევისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს უნგრეთის არჩევნების შედეგებზე, სადაც ოპოზიციურმა პარტიამ, „ტისამ“ გაიმარჯვა. ამ კონტექსტში სიბიგამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინას 90 მილიარდი ევროს სესხი გადაეცეს, რომელსაც ვიქტორ ორბანი ბლოკავდა.
ცნობისთვის, უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ სესხს არ დაბლოკავს, თუმცა მის უზრუნველყოფაში მონაწილეობას არ მიიღებს.