ანჩისხატის სახატე-ვიტრინის პროექტის დროულად განხილვის მოთხოვნით, კულტურის სამინისტროსთან აქცია გაიმართა
ანჩისხატის სახატე-ვიტრინის პროექტის დროულად განხილვის მოთხოვნით, კულტურის სამინისტროსთან აქცია გაიმართა

ანჩისხატის სახატე-ვიტრინის პროექტის დროულად განხილვის მოთხოვნით, კულტურის სამინისტროსთან სხვადასხვა ტაძრის სასულიერო პირებმა და მრევლმა აქცია გამართეს.

აქციის დაწყებამდე სპეციალურად მოწყობილ კუთხესთან სასულიერო პირებმა სავედრებელი პარაკლისი გადაიხადეს.

სამინისტროსთან შეკრებილები მოითხოვდნენ, დროულად მოხდეს ანჩისხატის, როგორც მორწმუნეთა უდიდესი სიწმინდის ეროვნული მუზეუმიდან ანჩისხატის ტაძარში გადაბრძანება. სასულიერო პირები მოითხოვენ, დროულად გადასცენ  დასკვნა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში ჩაერთონ საპატრიარქოს წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეების თქმით, დიდმარხვაში, საკითხის გადაწყვეტამდე პარასკლისს კულტურის სამინისტროს წინ ჩაატარებენ.