მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი განიხილავს საუდის არაბეთში კარიერის გაგრძელების შესაძლებლობას.
როგორც გამოცემა La Galerna-ს ჟურნალისტმა, რომონ ალვარეს დე მონმა დაწერა, 65 წლის ანჩელოტი დაასრულებს „რეალში“ მიმდინარე სეზონს და დატოვებს მადრიდულ კლუბს.
„რეალში“ უკვე შერჩეული ჰყავთ მთავარი სამიზნე იტალიელი სპეციალისტის წასვლის შემთხვევაში. ანჩელოტის მემკვიდრედ ესპანური კლუბი „ლევერკუზენის“ მთავარ მწვრთნელს, ჩაბი ალონსოს მოიაზრებს.