მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ დაასახელა გუნდები, რომლებსაც, მისი აზრით, ჩემპიონთა ლიგის მოგების ყველაზე დიდი შანსი აქვთ.
„ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტებად ეს გუნდები მიმაჩნია – „რეალი“, „ბარსელონა“, „სიტი“ და „ბაიერნი“, – განაცხადა იმ კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, რომლსაც ჩემპიონთა ლიგა ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული.
„სამეფო კლუბმა“ ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება 14-ჯერ იზეიმა, „ბაიერნმა“ – ექვსჯერ, „ბარსელონამ“ – ხუთჯერ, „მანჩესტერ სიტი“ კი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოქმედი ჩემპიონია.