ანჩელოტი მომავალ სეზონში „რეალში“ დარჩება #1TVSPORT
ანჩელოტი მომავალ სეზონში „რეალში“ დარჩება #1TVSPORT

კარლო ანჩელოტი დარჩება „რეალის“ მწვრთნელად მომდევნო სეზონში. ამის შესახებ გაზეთმა AS-მა მადრიდულ კლუბთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა.

„რეალი“ ელოდებოდა იტალიელი სპეციალისტისგან ინფორმაციას ბრაზილიის ნაკრების მხრიდან შეთავაზებაზე. ანჩელოტომ დაადასტურა, რომ სურს დარჩენა. ის უკვე მუშაობს მომდევნო სეზონისთვის შემადგენლობის შერჩევაზე.

გაზეთი Marca ადასტურებს ამ ინფორმაციას და ამატებს, რომ ბრაზილიის ნაკრები მზად არის, მოიცადოს 2024 წლის ზაფხულამდე, როცა იტალიელს კონტრაქტი ამოეწურება „რეალთან“. ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას სურს, რომ ანჩელოტიმ ქვეყნის ნაკრებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე უხელმძღვანელოს.

ელოდებიან, რომ „რეალი“ ზაფხულში თითო ახალ ფეხბურთელს დაიმატებს ყოველ რგოლში, შეტევაში კი ორ მოთამაშეს აიყვანენ. ერთ-ერთი დანამდვილებით იქნება „ესპანიოლის“ ფორვარდი ხოსელუ. შეტევაში მეორე ახალბედის გაფორმება დამოკიდებულია ქარიმ ბენზემას გადაწყვეტილებაზე.