ანჩელოტი, გვარდიოლა და კლოპი უეფა-ს ვერსიით წლის მწვრთნელის პრიზზე ნომინანტები არიან #1TVSPORT
ანჩელოტი, გვარდიოლა და კლოპი უეფა-ს ვერსიით წლის მწვრთნელის პრიზზე ნომინანტები არიან #1TVSPORT

კარლო ანჩელოტი („რეალი“), ხოსეპ გვარდიოლა („მანჩესტერ სიტი“) და იურგენ კლოპი („ლივერპული“) უეფა-ს ვერსიით 2021-22 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელის პრიზზე არიან ნომინირებულნი.

ამ ჯილდოს მფლობელი 25 აგვისტოს გამოვლინდება, როცა სტამბოლში გაიმართება საზეიმო ცერემონია და 2022-23 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა.

წლის საუკეთესო მწვრთნელთა TOP6-ში ასევე მოხვდნენ: ოლივერ გლასნერი („აინტრახტი“), უნაი ემერი {„ვილიარეალი“) და ჟოზე მოურინიო („რომა“).