ანჩელოტი დათანხმდა იტალიის ნაკრების მწვრთნელობას (Gazzetta dello Sport)
MADRID, SPAIN - JUNE 26: Carlo Ancelotti holds a press conference after he was presented as Real Madrid's new head coach at Estadio Bernabeu on June 26, 2013 in Madrid, Spain. (Photo by Denis Doyle/Getty Images)
იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებებს აწარმოებს კარლო ანჩელოტისთან ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით, – ირწმუნება გაზეთი Gazzetta dello Sport.
ანჩელოტი მზად არის სათავეში ჩაუდგეს გუნდს, ამასთან, აღნიშნავენ, რომ მხარეებს ჯერ შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.
ამ მომენტისთვის, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია. შესარჩევ ტურნირში განცდილი კრახის შემდეგ, ჯამპიერო ვენტურას თანამდებობა დაატოვებინეს.
შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის ბოლო სამუშაო ადგილი იყო “ბაიერნი”, საიდანაც მიმდინარე სეზონის მსვლელობისას, არადამაკმაყოფილებელი შედეგებისთვის დაითხოვეს