ანატოლი ბიბილოვმა ვლადიმერ პუტინსა და დიმიტრი მედვედევს „სამხრეთ ოსეთის“ „უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო“ გადასცა
ანატოლი ბიბილოვმა ვლადიმერ პუტინსა და დიმიტრი მედვედევს „სამხრეთ ოსეთის“ „უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო“ გადასცა

ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს „სამხრეთ ოსეთის“ „უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო“ გადასცა.

პუტინი კრემლში ბიბილოვთან შეხვედრის დროს დააჯილდოვეს.

„ვლადიმერ პუტინს ჯილდო გადაეცა „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკის წინააღმდეგ საქართველოს შეიარაღებული აგრესიის მოგერიებაში განსაკუთრებული პირადი როლისთვის, ასევე „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკის სუვერენული სახელმწიფოებრიობის დამტკიცებაში“, – ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.