ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული ცხინვალის მცხოვრებლებს მიმართავს, პანიკას არ აჰყვნენ
ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებული ცხინვალის მცხოვრებლებს მიმართავს, პანიკას არ აჰყვნენ

საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა ფეისბუქის გვერდზე მოუწოდა ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებლებს „პანიკას არ აჰყვნენ“.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში აცხადებენ, რომ რუსეთთან ე.წ. საზღვარი 10 მაისიდან 17 მაისამდე სრულად ჩაიკეტება.

კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში გადაწყდა, რომ საზღვარი ჩაკეტილი იქნება ყველა მოქალაქისთვის, ასევე სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის“, – წერია  ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 6 მაისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში კორონავირუსი სამ ადამიანს დაუდგინდა. მათ შორის არის ახალგორის რაიონში მცხოვრები ქალი, მისი ექვსი წლის ბავშვი და 14 წლის მოზარდი არიან. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ დღეს ცხინვალის რეგიონში დაბრუნდება რუსეთის სამხედრო სასწავლებლების 90 კურსანტი. როგორც იუწყებიან, მათ კარანტინში გადაიყვანენ.