ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერობენ #1TVSPORT
უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მიმდინარე იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე სატურნირო დღეს სპორტულმა წყვილებმა მოკლე პროგრამით იასპარეზეს. 20 წყვილს შორის 69,18 ქულით ლიდერობენ ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა.
იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ანასტასიასა და ლუკას გამოსვლა ერთგვარი გენერალური რეპეტიცია იქნება უფროსების კატეგორიაში მსოფლიო ჩემპიონატის წინ, რომელიც მარტის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ბოსტონში გაიმართება.
ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა დებრეცენში თავისუფალი პროგრამით ხვალ, 2 მარტს იასპარეზებენ.