ანასტასია კირთაძე 14 წლამდე მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
ბათუმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე (14 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის) კვლავ წარმატებით იასპარეზა ანასტასია კირთაძემ.
მან სწრაფ ჭადრაკში ტიტული ვადაზე ადრე მოიპოვა, როდესაც ჩემპიონატის დასრულებამდე კიდევ ერთი ტური იყო დარჩენილი.
ანასტასია კირთაძისთვის ეს პირველი ტიტული არ არის. ქართველი მოჭადრაკე მანამდე მსოფლიოს 15-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.
აღსანიშნავია, რომ 12-წლიანი პაუზის შემდეგ ანასტასია კირთაძე პირველი ქართველი მოჭადრაკეა, რომელიც მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.