ანასტასია გუბანოვამ მსოფლიო ჩემპიონატის მოკლე პროგრამაში მე-14 შედეგი აჩვენა [ვიდეო] #1TVSPORT
მონპელიეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ მსაჯებისგან 62.59 ქულა მიიღო და მე-14 ადგილზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ მეექვსე ადგილზე მყოფ გერმანელ ნიკოლ შოტთან სხვაობა 5 ქულას შეადგენს. ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრის პროგრამა მინიმუმი ათეულში შესვლა იქნება, ეს შედეგი კი მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე უკვე ორი მოციგურავის გამოყვანის უფლებას იძლევა.
მსოფლიო ჩემპიონატის თავისუფალი პროგრამა 25 მარტს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე გუბანოვამ მე-11 შედეგი აჩვენა.
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ოთხივე კატეგორიაში ჰყავს მონაწილე. 24 მარტს შეჯიბრებაში ჩაერთვება მორის ყვითელაშვილი, 25 მარტს კი ყინულზე მოცეკვავეთა წყვილი მარია კაზაკოვა და გიორგი რევია გამოვლენ.
დღეს წყვილთა შეჯიბრზე კარინა საფინა ლუკა ბერულავა გამოვლენ.