ანანო გორგოძე - ქუთაისის აეროპორტში დაპირისპირებას მთელი კრიმინალური ისტორია მოაყოლეს, პოლიტიკური მიმართულება მისცეს, ყველაფერი გაირკვევა
ანანო გორგოძე - ქუთაისის აეროპორტში დაპირისპირებას მთელი კრიმინალური ისტორია მოაყოლეს, პოლიტიკური მიმართულება მისცეს, ყველაფერი გაირკვევა

ქუთაისის აეროპორტში ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილის დავით გოგროძის და, ანანო გორგოძე მომხდარ ფაქტზე სოციალურ ქსელში წერს. ის მომხდარისთვის მიცემულ პოლიტიკურ მიმართულებას არ ეთანხმება.

„კურიერის“ სიუჟეტში მოგვიყვნენ ქუთაისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომლის დროსაც „თაკო ჩარკვიანს და მის ოჯახს ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციასთან შეკრული კრიმინალური ბანდა, სუს-ის დავერბოვკებული აგენტები არაფხიზელ მდგომარეობაში, რომლებიც მიზანმიმართულად დილიდან ელოდებოდნენ თაკო ჩარკვიანის ოჯახს ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის“. სინამდვილეში რა მოხდა? ჩემი ძმა დათი და მისი მეგობრები – 3 ბიჭი და 3 გოგო რომლებიც 23 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით იყვნენ ბერლინში და ჩამოფრინდნენ „ვიზეარის“ რეისით 30 ნოემბერს დღის მეორე ნახევარში, ვერ მიიღეს ბარგი ქუთაისში მომხდარი სტიქიის გამო და დღეს დილას გამოცხადნენ აეროპორტში ბარგის მისაღებად. იმ პერიოდში აეროპორტში იყო თაკო ჩარკვიანის ოჯახი. ისმოდა ხმამაღალი ლაპარაკი ჩავლილ არჩევნებზე. ამ დროს ერთ-ერთმა ამ ჯგუფიდან ირონიულად მიულოცა არჩევნებში წაგება, რასაც მოყვა თაკო ჩარკვიანის მხრიდან კივილი – „ბიძინას მონებო“ და შემდეგ უკვე დაპირისპირება, რომლის დროსაც თაკო ჩარკვიანის ქმარმა ჯონი გიგანმა ხელი დაარტყა ერთ-ერთ მათგანს, რაც კარგად ჩანს ვიდეო ჩანაწერებში. მოხდა ჩხუბი. შემდეგ ჩაერია პოლიცია და დააცალკევა ისინი. ამ შელაპარაკებისგან დაწყებულ დაპირისპირებას „კურიერმა“ მთელი კრიმინალური ისტორია მოაყოლა და მისცა პოლიტიკური მიმართულება. ეს არის სიმართლე და ყველაფერი აუცილებლად გაირკვევა!“ – წერს „ფეისბუქში“ ანანო გოგოძე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელ თაკო ჩარკვიანს, მის მეუღლეს ჯონი გიგანსა და რამდენიმე პირს შორის ინციდენტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე ოთხი პირი დააკავა.