ანანიძემ ჯიქიას ბილეთის შერჩევა სთხოვა - „სპარტაკს“ „ბენფიკასთან“ რთული მატჩი ელის #1TVSPORT 
ანანიძემ ჯიქიას ბილეთის შერჩევა სთხოვა - „სპარტაკს“ „ბენფიკასთან“ რთული მატჩი ელის #1TVSPORT 

„დინამო თბილისის“ ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ „სპორტ-ექსპრესთან” კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე, სადაც მისი ყოფილი გუნდი მოსკოვის „სპარტაკი” პორტუგალიურ გრანდს, „ბენფიკას“ შეხვდება.

„ეს საუკეთესო ვარიანტი არ იყო. ჩემი აზრით, სასურველი მოწინააღმდეგე „მიდტიულანდი“ იქნებოდა. მაგრამ „სპარტაკს“ პორტუგალიელებთან თამაში შეუძლია, რადგან გუნდის ახალი მწვრთნელი რუი ვიტორია პორტუგალიელია და „ბენფიკას“ ძალიან კარგად იცნობს. შესაძლოა, თამაშისთვის მოსკოვში გადავფრინდე. ჯიქიას ვესაუბრე და ვთხოვე, ბილეთები კარგ ადგილებზე შეერჩია. იმედი მაქვს, თამაშისთვის მოსკოვში გადავფრინდები“, – უთხრა ჯანო ანანიძემ „სპორტ-ექსპრესს“.

გუნდების პირველი შეხვედრა გაიმართება მოსკოვში 3-4 აგვისტოს, საპასუხო შეხვედრა – 10 აგვისტოს ლისაბონში. გამარჯვებული ბრძოლას გააგრძელებს მე-4 საკვალიფიკაციო ეტაპზე (მატჩები 17-18 და 24-25 აგვისტოს), წაგებული კი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.