ანალიტიკური პროექტი „დიფ სთეითი“ - რუსეთმა დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში ხუთ დასახლებულ პუნქტთან წინ წაიწია
უკრაინული ანალიტიკური პროექტის, DeepState-ის ინფორმაციით, რუსეთმა დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში ხუთ დასახლებულ პუნქტთან წინ წაიწია, კერძოდ, დონეცკის რეგიონში – ნოვოსპასკესა და შჩერბინოვკაში, ზაპოროჟიეს რეგიონში კი – ვესელეს, ვისოკოესა და ზატიშიეს მახლობლად.
პარალელურად, ღამით, რუსეთის მიერ უკრაინაზე იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, დაშავებულია 66 ადამიანი. ტერნოპილში მრავალსართულიანი შენობა დაინგრა. ლვოვზე თავდასხმის შედეგად ქალაქში დიდი ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა ელექტროსადგური, ხის გადამამუშავებელი ქარხანა და საწყობი.