ანალიტიკური პროექტი DeepState-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მირნოგრადში წინ წაიწიეს, წინსვლა აქვთ კატერნივკის მიმართულებითაც

10:58, 08.12.2025

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დონეცკის ოლქში, მირნოგრადში წინ წაიწიეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ანალიტიკური პროექტი DeepState-ი ავრცელებს.

პლატფორმის ანალიტიკოსების შეფასებით, მირნოგრადთან ერთად, რუსულ ძალებს წინსვლა აქვთ კატერნივკის მიმართულებითაც.

მანამდე, რამდენიმე დღის წინ უკრაინულმა საჰაერო-სადესანტო-მოიერიშე ჯარებმა განაცხადეს, რომ პოკროვსკი და მირნოგრადი ალყაში არ იყო მოქცეული და თავდაცვის ძალები ლოგისტიკისა და კონტროლის ზონების გაფართოებაზე მუშაობდნენ.

მსგავსი