ანალიტიკური პროექტი DeepState-ი - რუსები სევერსკში ქვეითი ჯარის შეყვანას განაგრძობენ, ქალაქი თანდათან მტრის ხელში გადადის, ზაპოროჟიეს ოლქში კამენსკოე აიღეს
ანალიტიკური პროექტი DeepState-ი - რუსები სევერსკში ქვეითი ჯარის შეყვანას განაგრძობენ, ქალაქი თანდათან მტრის ხელში გადადის, ზაპოროჟიეს ოლქში კამენსკოე აიღეს

რუსებს სევერსკში ქვეითი ჯარი შეჰყავთ, ქალაქი თანდათან მტრის ხელში გადადის, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ანალიტიკური პროექტი DeepState-ი ავრცელებს.

პლატფორმის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო არმიამ დონეცკის რეგიონში ხუთი სოფელი – ლისოვკა, სუხოი იარი, გნატოვკა, როგი და ნოვოპავლოვკა დაიპყრო და სევერსკში ქვეითი ჯარის შეყვანას აგრძელებს, ქალაქი თანდათან მტრის ხელში გადადის.

„მტერი ქალაქში ქვეით ჯარის შეყვანას აგრძელებს, ამჟამად სიტუაცია ნეგატიურად ვითარდება, რადგან სევერსკი თანდათან მტრის ხელში გადადის. წინასწარი მონაცემებით, დასახლების ნახევარი მტრის კონტროლის ქვეშაა“, – აცხადებენ პლატფორმის ანალიტიკოსები.

DeepState-ის ცნობით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში კამენსკოე აიღეს.