ანალიტიკური ცენტრის, „დიფ სთეითის“ ანგარიშის მიხედვით, აპრილში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიის 175 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს
ანალიტიკური ცენტრის, „დიფ სთეითის“ ანგარიშის მიხედვით, აპრილში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიის 175 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს

აპრილში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიის 175 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს, – უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ აღნიშნულია ანალიტიკური ცენტრის, „დიფ სთეითის“ მოხსენებაში.

პროექტის ანალიტიკოსები წერენ, რომ რუსეთი განსაკუთრებით აქტიური იყო მარტის ბოლოს და აპრილის დასაწყისში. შესაბამისად, წინსვლის უმეტესი ნაწილი აპრილის პირველ ნახევარში მოხდა ან ამ ქმედებების შედეგია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთს ყველაზე დიდი წინსვლა ჰქონდა სუხაია ბალკისა და კალინოვოეს მახლობლად, რაც დაახლოებით 50 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ეს თვის განმავლობაში მიღებული დანაკარგების თითქმის მესამედს შეადგენს. ანგარიშის მიხედვით, შემდეგ მოდის მოულოდნელი წინსვლა რაზლივისა და კონსტანტინოპოლის მახლობლად, სადაც რუსეთმა 43 კვადრატული კილომეტრი დაიკავა. კატერინოვკასთან წინსვლა დაახლოებით 30 კვადრატული კილომეტრია. ნადივკის მახლობლად მდებარე ბაღები კიდევ ერთი პრობლემური ზონაა, სადაც მტერმა 11 კვადრატული კილომეტრი დაიპყრო, ხოლო ანდრეევკის ჩრდილოეთით რუსებმა 15 კვადრატული კილომეტრი დაიკავეს. აღნიშნული დასახლებული პუნქტების უმრავლესობა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში მდებარეობს.