ანალიტიკური პლატფორმის, DeepState-ის ინფორმაციით, რუსული ჯარები კუპიანსკის რაიონსა და ზაპოროჟიეში წინ მიიწევენ
ანალიტიკური პლატფორმის, DeepState-ის ინფორმაციით, რუსული ჯარები კუპიანსკის რაიონსა და ზაპოროჟიეში წინ მიიწევენ

ანალიტიკური პლატფორმის, DeepState-ის ინფორმაციით, რუსული ჯარები ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში და ზაპოროჟიეში წინ მიიწევენ.

პლატფორმის მიხედვით, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ფრონტის ხაზი კუპიანსკის აღმოსავლეთ ნაწილში და სოფელ გოლუბოვკას მახლობლად შეიცვალა. ასევე დაფიქსირებულია რუსული დანაყოფების წინსვლა ზაპოროჟიეს ოლქში ნოვოივანოვკას მახლობლად.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 13 სექტემბერს გენერალურმა შტაბმა გამოაცხადა, რომ ხარკოვის ოლქის კუპიანსკსა და მის შემოგარენში არსებული ვითარება მძიმდება.