ანალენა ბერბოკმა სერგეი ლავროვს მიმართა - დაასრულეთ ეს ომი, შეწყვიტეთ საერთაშორისო წესრიგის დარღვევა
ანალენა ბერბოკმა სერგეი ლავროვს მიმართა - დაასრულეთ ეს ომი, შეწყვიტეთ საერთაშორისო წესრიგის დარღვევა

დაასრულეთ ეს ომი, შეწყვიტეთ საერთაშორისო წესრიგის დარღვევა, – ამ სიტყვებით მიმართა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, სერგეი ლავროვს, დიდი ოცეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთი დიდი ოცეულის მუშაობის პარალიზებაში დაადანაშაულა.

„ჩვენ გვჯერა მულტილატერალიზმის. დაასრულეთ ეს ომი, შეწყვიტეთ საერთაშორისო წესრიგის დარღვევა“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა სამიტზე.