ანალენა ბერბოკი - უკრაინა-აშშ-ის მოლაპარაკებების შედეგი, შესაძლოა, გახდეს გარდამტეხი უკრაინის გრძელვადიანი მშვიდობისკენ მისწრაფებაში, ახლა რუსეთზეა დამოკიდებული, დაასრულოს აგრესიული ომი
უკრაინა-აშშ-ის დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგი, შესაძლოა, გახდეს გარდამტეხი უკრაინის გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ მისწრაფებაში, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი წერს.
ბერბოკის თქმით, გერმანია უკრაინას მხარს დაუჭერს.
„უკრაინა-აშშ-ის დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგი, შესაძლოა, გახდეს გარდამტეხი უკრაინის გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ მისწრაფებაში. გერმანია, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მხარს დაუჭერს უკრაინელ ხალხს ამ გზაზე. ახლა რუსეთზეა დამოკიდებული, რომ დაასრულოს თავისი აგრესიული ომი“, – წერს ბერბოკი.
საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.