ანალენა ბერბოკი - შიშზე თამაში არის რეცეპტი, რომელსაც პუტინი უკვე იყენებდა
ანალენა ბერბოკი - შიშზე თამაში არის რეცეპტი, რომელსაც პუტინი უკვე იყენებდა

შიშზე თამაში არის რეცეპტი, რომელსაც პუტინი უკვე იყენებდა, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა აზერბაიჯანში, კლიმატის ცვლილებებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ბერბოკის თქმით, უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა ევროპაში მშვიდობის საუკეთესო დაცვას წარმოადგენს. მისივე განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში რაკეტები, რომლებიც მანამდე არ იყო გამოყენებული, იმ მიზნით გამოიყენა, რომ ევროპულ ქვეყნებს უარი ათქმევინოს უკრაინის მხარდაჭერაზე.

„შიშზე თამაში არის რეცეპტი, რომელსაც პუტინი უკვე იყენებდა. ჩვენი, ევროპული მშვიდობის საუკეთესო დაცვას წარმოადგენს უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა, ვიდრე პუტინი არ შეწყვეტს ამ საშინელ ომს“,​​​​​​​​​​​​​​​​ – აღნიშნა ბერბოკმა.