ანალენა ბერბოკი – საქართველოს ხელისუფლება უგულებელყოფს ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, რომელიც ყოველდღე გამოდის ქუჩაში თავისი ევროპული მომავლისთვის
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ უგულებელყოფს ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის ნებას, რომელიც ყოველდღე გამოდის ქუჩაში თავისი ევროპული მომავლისთვის. შესაბამისად, აშორებს ქვეყანას ევროპას, მაგრამ არასდროს არის გვიან კურსის შეცვლა“, – აცხადებს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
#Georgien|s Regierung wischt den Wunsch der übergroßen Mehrheit, die tagein, tagaus für eine Zukunft in Europa auf die Straße geht, erneut beiseite. Und führt das Land weg von Europa. Es ist nie zu spät, den Kurs noch zu ändern.
— Außenministerin Annalena Baerbock (@ABaerbock) May 28, 2024