ანალენა ბერბოკი - საერთაშორისო სასამართლო მკაფიოდ ცხადყოფს, რომ ომის დამნაშავეები პასუხს აგებენ, რუსული აგრესიული ომი არ არის წმინდა ევროპული საქმე, არამედ გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე
ანალენა ბერბოკი - საერთაშორისო სასამართლო მკაფიოდ ცხადყოფს, რომ ომის დამნაშავეები პასუხს აგებენ, რუსული აგრესიული ომი არ არის წმინდა ევროპული საქმე, არამედ გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრებაზე გაცემულ ორდერს კანონიერად მიიჩნევს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბერბოკმა ბალტიის ზღვის ქვეყნების საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„საერთაშორისო სასამართლო მკაფიოდ ცხადყოფს: ომის დამნაშავეები, ისინი, ვინ პასუხისმგებელნი არიან აგრესიულ ომზე, გარკვეულ მომენტში პასუხს აგებენ. რუსული აგრესიული ომი არ არის წმინდა ევროპული საქმე, არამედ გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოზე“, – აღნიშნა ბერბოკმა.

ამასთან, როგორც გერმანული მედია წერს, აგვისტოში სამხრეთ აფრიკაში ტარდება BRICS-ის სახელმწიფოთა ჯგუფის სამიტი, რომლის ერთ-ერთი წევრიც რუსეთია. ვინაიდან სამხრეთ აფრიკა არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის ხელმომწერი, რუსეთის პრეზიდენტის ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში, მისი დაპატიმრება მოეთხოვება.