ანალენა ბერბოკი - პუტინი დაინტერესებულია ალიანსში უთანხმოების დათესვით, ჩვენ ამას ვუპირისპირდებით ერთიანობით, ამ ერთიანობას ნათლად გამოვხატავთ ივლისში ნატო-ს სამიტზე
ანალენა ბერბოკი - პუტინი დაინტერესებულია ალიანსში უთანხმოების დათესვით, ჩვენ ამას ვუპირისპირდებით ერთიანობით, ამ ერთიანობას ნათლად გამოვხატავთ ივლისში ნატო-ს სამიტზე

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართა.

როგორც შეხვედრის შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, საჭიროა ყოველდღიური ფიქრი იმაზე, რა შეიძლება გაკეთდეს უკრაინის დასახმარებლად, რათა თავი დაიცვას რუსეთის წინააღმდეგ ომში.

ანალენა ბერბოკმა ასევე ისაუბრა ნატო-ს სამიტთან დაკავშირებით, რომელიც ივლისში გაიმართება.

„პუტინი დაინტერესებულია ჩვენს ალიანსში უთანხმოების დათესვითა და ჩვენი დემოკრატიების მიზანმიმართულად შეფერხებით. ამას ვუპირისპირდებით ჩვენი მონდომებითა და ერთიანობით, რადგან პუტინი ვერ შეგვაშინებს. ძლიერი ევროპა, ბრიტანეთთან ერთად, არის ტრანსატლანტიკური ხიდის ძლიერი საყრდენი, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ დგას ხიდის მეორე მხარეს. ამ ერთიანობას ნათლად გამოვხატავთ ივლისში ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტზე“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.