ანალენა ბერბოკი - გერმანია ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთიდან გაზის დეფიციტმა საზოგადოებაში განხეთქილება არ გამოიწვიოს
ანალენა ბერბოკი - გერმანია ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთიდან გაზის დეფიციტმა საზოგადოებაში განხეთქილება არ გამოიწვიოს

გერმანია გააკეთებს ყველაფერს, რათა რუსეთიდან გაზის დეფიციტმა საზოგადოებაში განხეთქილება არ გამოიწვიოს, – „დოიჩე ველეს“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტოკიოში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, გერმანია მუშაობს ყველა შესაძლო სცენარზე გაზის დეფიციტის შემთხვევაში.

„ჩვენ თუ გვექნება ნაკლები ენერგია, ნაკლები მომარაგება, ჩვენ თვალს მივადევნებთ, რომ ის სამართლიანად იყოს გადანაწილებული“, – განაცხადა ბერბოკმა.

ამასთან, მინისტრმა მტკიცედ უარყო მოთხოვნები, ჯერჯერობით ქსელიდან არ გაეთიშათ სამი გერმანული ატომური ელექტროსადგური. მისი თქმით, რუსეთი არაპროგნოზირებადია არა მხოლოდ უკრაინაში ომში, არამედ ზოგადად, წესების დაცვაში, მათ შორის ენერგორესურსების მიწოდებაში.

„ამიტომ მუშავდება ყველა შესაძლო სცენარი“, – აღნიშნა მინისტრმა.