ანალენა ბერბოკი - გერმანია შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში სრულმასშტაბიანი რეგიონული კონფლიქტის მზარდი რისკის გამო
ანალენა ბერბოკი - გერმანია შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში სრულმასშტაბიანი რეგიონული კონფლიქტის მზარდი რისკის გამო

გერმანია შეშფოთებულია ახლო აღმოსავლეთში სრულმასშტაბიანი რეგიონული კონფლიქტის მზარდი რისკის გამო, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ისრაელში ვიზიტისას განაცხადა.

ბერბოკის თქმით, ასევე შემაშფოთებელია ისრაელ-ლიბანის საზღვარზე გაზრდილი ძალადობა და სწორედ ამის გამო ეწვევა ბეირუთს.

„Ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ გამოსავლის მოძებნაზე. გაუთვალისწინებელი ესკალაციისა და ყოვლისმომცველი ომის რისკი დღითი დღე იზრდება“, – აცხადებს ბერბოკი.

მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ ღაზაში არსებულმა სიტუაციამ გამოიწვია ხალხის აღშფოთება და გაბრაზება.

„როგორც ისრაელის მეგობარი, მინდა, ვიყო გულწრფელი: ეს ბრაზი არ ეხმარება ისრაელს უსაფრთხოების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში. პირიქით, ეს ეხმარება „ჰამასის“ სწრაფვას, რომ მოახდინოს შემდგომი ესკალაციის პროვოცირება“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.