ანალენა ბერბოკი - გაერო-ს 80 წლისთავი საზეიმო უნდა ყოფილიყო, თუმცა, მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გამო, ახლა ზეიმის დრო არ არის
გაერო-ს 80 წლისთავი მსოფლიოსთვის საზეიმო უნდა ყოფილიყო, თუმცა, მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის გამო, ახლა ზეიმის დრო არ არის, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური ასამბელის თავმჯდომარემ, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
გერმანიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში არსებულ კონფლიქტებზე და აღნიშნა, რომ უკეთესი მუშაობაა საჭირო.
„80 წელი უფრო მეტია, ვიდრე საშუალო სიცოცხლის ასაკი. გაერო-ს ეს წლისთავი საზეიმო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი წელი. უბრალოდ შეხედეთ ჩვენი მსოფლიოს მდგომარეობას, როგორც გენერალურმა მდივანმა აღწერა. ათასობით ობოლი ღაზაში, ნანგრევებში ხეტიალი, ქვიშის ჭამა, დაბინძურებული წყლის სმა. 90 წლის ქალები რუსულ დრონებს ემალებიან და სახლებში არიან გამომწყვდეული, იმის ნაცვლად, რომ სიცოცხლის ბოლო წლები სიმშვიდეში იცხოვრონ. ბავშვები ჰაიტიში მეტისმეტად შეშინებული არიან, რომ სკოლაში წავიდნენ, რადგან შიშობენ, რომ შეიძლება, თავიანთი მეგობარივით ესროლონ ბანდებმა. არის კიდევ ძალიან ბევრი რამ, რაც დავიწყებულია, როგორც, მაგალითად, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ქალები, რომლებიც თავიანთ ქალიშვილებს იცავენ შეიარაღებული ჯარისკაცებისგან. ამ რელობიდან გამომდინარე, ზეიმის დრო არ არის, არამედ დროა, ვკითხოთ ჩვენს თავს: სად არის გაერო? მთელ მსოფლიოში ხალხი გვიყურებს. ჩვენ უკეთესად უნდა ვიმუშაოთ. ჩვენ არ უნდა მივცეთ ნება ფენიქსს, იარაღად გამოიყენოს ეს წარუმატებლობები, ამტკიცოს, რომ ეს ინსტიტუტი არის ფულის ხარჯვა, მოძველებული და შეუსაბამო. წარუმატებელია გაერო, როდესაც ტანკები შევიდა უკრაინაში? იმიტომ, რომ განა ქარტიის მეორე მუხლი არ არის საკმარისად ცხადი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ? როდესაც მოქალაქეებს და ბავშვებს ხოცავენ ღაზაში, ეს ჰუმანიტარული სამართლის ბრალია, რომ მათი დაცვა ვერ მოხდა? ეს არ არის ქარტია, რომელიც წარუმატებელია, ეს არ არის გაერო, როგორც ინსტიტუტი, რომელიც წარუმატებელია. ქარტია იმდენად არის ძლიერი, რამდენადაც წევრ ქვეყნებს სურთ მისი დაცვა და ასევე აქვთ სურვილი, პასუხისმგებლობა დააკისრონ მის დამრღვევს“, – აღნიშნა ანალენა ბერბოკმა.