ანალენა ბერბოკი, ფრანგ კოლეგასთან ერთად, დღეს სირიაში გაემგზავრება
ანალენა ბერბოკი, ფრანგ კოლეგასთან ერთად, დღეს სირიაში გაემგზავრება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, ევროკავშირის სახელით, თავის ფრანგ კოლეგასთან, ჟან-ნოელ ბაროსთან ერთად, ერთდღიანი ვიზიტით სირიაში მიემგზავრება, სადაც ის სირიის ახალ ლიდერს, აჰმედ ალ-შარას შეხვდება.

„ჩემი ვიზიტი დღეს ჩემს ფრანგ კოლეგასთან ერთად და ევროკავშირის სახელით არის ნათელი გზავნილი სირიელებისთვის: შესაძლებელია ახალი პოლიტიკური დასაწყისი ევროპასა და სირიას შორის, გერმანიასა და სირიას შორის“, – განაცხადა ბერბოკმა.