ანალენა ბერბოკი - ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელია რეფორმები იმ ქვეყნებში, რომელთაც აქვთ სურვილი, გახდნენ ევროპული ოჯახის ნაწილი, ამასთან, ევროკავშირმა უნდა შეასრულოს დანაპირები
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, კრიზისებით აღსავსე სამყაროში აუცილებელია ევროკავშირის ერთიანობა და სწრაფად, გამბედავად მოქმედება.
„ევროკავშირი უნდა დარჩეს უსაფრთხოების ღუზად ევროპისთვის, ყველა ჩვენგანისთვის“, – აღნიშნა ბერბოკმა.
ბერბოკის განცხადებით, ევროკავშირში გასაწევრიანებლად აუცილებელია რეფორმების გატარება იმ ქვეყნებში, რომელთაც აქვთ სურვილი, გახდნენ ევროპული ოჯახის ნაწილი.
„ამასთან ერთად, ევროკავშირმა უნდა შეასრულოს დანაპირები და გადადგას შემდგომი ნაბიჯები გაფართოების კონტექსტში. ეს უნდა მოხდეს მაშინვე, როგორც კი ყველა პირობა შესრულდება“, – განაცხადა ბერბოკმა.