ანალენა ბერბოკი - ჩვენს კონტინენტზე ცხოვრობს განსხვავებული ტრადიციების, ოცნებების მქონე 700 მილიონზე მეტი ადამიანი, ალბანეთიდან კვიპროსამდე, ლისაბონიდან თბილისამდე, მათ ევროპული კონვენცია იცავს
ანალენა ბერბოკი - ჩვენს კონტინენტზე ცხოვრობს განსხვავებული ტრადიციების, ოცნებების მქონე 700 მილიონზე მეტი ადამიანი, ალბანეთიდან კვიპროსამდე, ლისაბონიდან თბილისამდე, მათ ევროპული კონვენცია იცავს

ჩვენს კონტინენტზე ცხოვრობს განსხვავებული ტრადიციების, ისტორიისა და ოცნებების მქონე 700 მილიონზე მეტი ადამიანი, ალბანეთიდან კვიპროსამდე, ლისაბონიდან თბილისამდე, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

„ევროპა უფრო მეტია, ვიდრე ევროკავშირი. ჩვენს კონტინენტზე ცხოვრობს განსხვავებული ტრადიციების, ისტორიისა და ოცნებების მქონე 700 მილიონზე მეტი ადამიანი. ალბანეთიდან კვიპროსამდე, ლისაბონიდან თბილისამდე: ყველა ეს ქვეყანა წარმოდგენილია ევროპის საბჭოში და მათ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია იცავს“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მიერ სტრასბურგში გუშინ გაკეთებულ განცხადებას საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.