ანალენა ბერბოკი - ბოლო ორ წელში ვისწავლეთ, რომ ეს ომი არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, ომი არის ევროპული მშვიდობის, გაერო-ს ქარტიის წინააღმდეგ, ასე რომ, უკრაინელები ამ ომში ჩვენთვის იბრძვიან
ანალენა ბერბოკი - ბოლო ორ წელში ვისწავლეთ, რომ ეს ომი არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, ომი არის ევროპული მშვიდობის, გაერო-ს ქარტიის წინააღმდეგ, ასე რომ, უკრაინელები ამ ომში ჩვენთვის იბრძვიან

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის თქმით, უკრაინისთვის მხარდაჭერის შეწყვეტა ევროპისთვის გამოსავალი არ არის, სამაგიეროდ, ეს იქნებოდა საუკეთესო საჩუქარი პუტინისთვის.

სწორედ ამიტომ გერმანელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ უნდა გაგრძელდეს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, განსაკუთრებით კი, აშშ-ის მხრიდან.

„გასული ორი წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, ვისწავლეთ, რომ ეს ომი არ არის მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, ეს ომია ევროპული მშვიდობის წინააღმდეგ, ეს ომია გაერო-ს ქარტიის წინააღმდეგ. ასე რომ, უკრაინელები ამ ომში ჩვენთვის იბრძვიან“, -განაცხადა ბერბოკმა.