ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ ისრაელის არმიამ განმარტება უნდა გააკეთოს ღაზის სექტორში, ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ ისრაელის არმიამ განმარტება უნდა გააკეთოს ღაზის სექტორში, ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით.
„ისრაელის არმიამ სრულად უნდა ახსნას, რატომ მოხდა მასიური პანიკა და სროლა“, – წერს ბერბოკი სოციალურ ქსელში.
ბერბოკის თქმით, ის გაოგნებულია მომხდარის გამო.
მედიის ცნობით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას მომხდარი შემთხვევის დროს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 800-მდე დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, პალესტინელები ჰუმანიტარული პროდუქტებით სავსე სატვირთოებს ელოდებოდნენ. მათი ქაოსი ისრაელის შეიარაღებულ ძალებში საფრთხედ აღიქვეს და პალესტინელების მისამართით ცეცხლი გახსნეს.
Menschen wollten Hilfsgüter für sich und ihre Familien und fanden den Tod. Die Berichte aus #Gaza erschüttern mich. Wie es zu der Massenpanik & den Schüssen kommen konnte, muss die israelische Armee lückenlos aufklären. Mein Mitgefühl gilt den Familien der Opfer. 1/3
— Außenministerin Annalena Baerbock (@ABaerbock) March 1, 2024